გურამ ბენაშვილი
ლიტერატურათმცოდნე
დაბადების თარიღი 1941
1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1974 წლიდან მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1996 წლიდან იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ხოლო 1997 წლიდან - ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1996 წელს აირჩიეს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგედ; ხელმძღვანელობს საქართველოს მწერალთა კავშირის კრიტიკისა და პუბლიცისტიკის სექციას; 2000 წლიდან არის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; მისი პირველი ლიტერატურული წერილი "ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებითი ევოლუცია" 1972 წელს დაიბეჭდა; 1986 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი "წყურვილი წვდომისა"; მასვე ეკუთვნის "ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები" (1989), "რანი იყვნენ და რანი არიან" (1991); მისი ლიტერატურული გამოკვლევების არეალი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ ლიტერატურას, ისე XX საუკუნის თვალსაჩინო მწერალთა შემოქმედებას.
შრომები:
- ლიტერატურულ-ამერიკული ეტიუდები, თბ.: მერანი, 1989.
- რანი იყვნენ და რანი არიან, თბ.: მერანი, 1991.
- წყურვილი წვდომისა, თბ.: მერანი, 1986.